კონკურსის მოთხოვნები

ეროვნული შესარჩევი ტურის ჩატარების წესები მაქსიმალურად მიახლოებულია Bocuse d’Or Europe-ის ევროპული შესარჩევი ტურის წესებთან.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ გუნდები, რომელიც შედგებიან შეფმზარეულისგან და ასისტენტისგან

შეფმზარეულს შეუძლია თვითონ წარადგინოს თავისი ასისტენტის კანდიდატურა, ამ შემთხვევაში, ასისტენტი ცალკე სააპლიკაციო ფორმას არ აგზავნის, არამედ შეფმზარეული თავის აპლიკაცასთან ერთად აგზავნის ასისტენტის აპლიკაციასაც! ( ორ აპლიკაციას ჯამში).

ასისტენს შეუძლია დამოუკიდებლად გამოაგზავნოს რეზიუმე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შეფმზარეული არ წარადგენს თავისი დამხმარე ასისტენტის კანდიდატურას, მაშინ დამოუკიდებლად გამოგზავნილი ასისტენტის აპლიკაცია განიხილება.

შეფმზარეულის მიერ შემოთავაზებული ასისტენტი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას!

კონკურსის ჟიური იტოვებს უფლებას, მოახდინოს კანდიდატის დისკვალიფიკაცია, თუ ის არ აკმაყოფლებს მოთხოვნებს ან შეუსაბამობაში მოდისეროვნული შესარჩევი კონკრუსისწესებთან და პოლიტიკასთან.

შეფ-მზარეულის აპლიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ახალგაზრდა შეფმზარეული, არანაკლებ 23 წლის კონკურსის პერიოდისთვის (კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 26 იანვრამდე), 
  • რესტორანში ან/და სხვა კვების ობიექტის სამზარეულოში, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • შერჩევის შემთხვევაში, უნდა აირჩოს ან/და წარადგინოს ასისტენტი, რომელთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში (ასისტენტი უნდა იყოს 18-დან 22 წლამდე ასაკის);
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
  • თუ კანდიდატი იღებს მონაწილეობას, როგორც ასისტენტი, მას არ აქვს უფლება იმონაწილეოს, ახალგაზრდა შეფმზარეულების შესარჩევ კონკურსში
  • გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულოა ლიონში გამგზავრება

 

კონკურსის ეტაპზე შესასრულებელი სამუშაო

  • თითოეულმა მონაწილემ, 5.35 საათის განმავლობაში უნდა მოამზადოს:
  • ხორციანი კერძი + 3 გარნირი (რომელთაგანაც 1 ტრადიციული ნაციონალური პროდუქტების საფუძველზე მზადდება)
  • ხორციანი კერძის პრეზენტაცია ხდება ლანგარზე, რომელიც შემდგომში სერვირდება ფაიფურის თეფშებზე, მსაჯების მიერ დეგუსტაციისთვის.
  • თევზის კერძი სამი გარნირით (მირთმევა ხდება ფაიფურის თეფშებზე)
  •  მონაწილემ უნდა მოამზადოს კერძების შემდეგი რაოდენობა:
  • თითოეული კერძის 1 ულუფა, ჟიურის თითოეული მადეგუსტირებელი წევრისთვის

(ჟიურის 4 წევრი ახდენს მხოლოდ ვეგეტარიანული კერძების დეგუსტირებასა და შეფასებას, ხოლო ჟიურის სხვა 4 წევრიმხოლოდ ხორციან კერძებს);

  • ულუფას საპრეზიდენტო მაგიდისთვის;
  •  2 ულუფა საპრეზენტაციო მაგიდისთვის, ფოტოდა ვიდეოგადაღებისთვის

პროდუქტები, რომლებიც ნებადართულია, რომ მონაწილემ მოიტანოს თან:

  • მონაწილეებს თავად მოაქვთ საკონკურსო კერძების მოსამზადებელი ინგრედიენტები, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებსაც საორგანიზაციო კომიტეტი აწვდის.
  • შესაძლებელია შემდეგი პროდუქტების წინასწარ გარეცხვა, საჭიროების შემთხვევაში, გასუფთავება, მაგრამ ამასთან, არ უნდა დაიჭრას: ბოსტნეული, სოკო, ხილი, სალათი, მწვანილი.
  • დასაშვებია მზა საბაზო ბულიონების გამოყენება, რომელთა მოსამზადებლადაც ხანგრძლივი დროა საჭირო.
  • საკონკურსო ნაკეთობების დეკორაციისა და გაფორმებისთვის საჭირო ყველა ელემენტი მზადდება მონაწილეების მიერ, შეჯიბრის პროცესში.

ასისტენტის (commis) აპლიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ასისტენტი 18 – 22 წლის კონკურსის პერიოდისთვის (კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 26 იანვრის შემდეგ).
  • რესტორანში ან/და სხვა კვების ობიექტის სამზარეულოში, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება 1 წელი;
  • შერჩევის შემთხვევაში, უნდა აირჩოს ან/და წარადგინოს ასისტენტი, რომელთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;
  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

***

დამხმარის მოვალეობებში შედის პროდუქტების აწონვა, მონაწილის წვრილმანი დავალებების შესრულება, შეფმზარეულის დამხმარეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო ნაკეთობების დამზადების პროცესში

დამატებით: თითოეულ წყვილს (შეფმზარეული და მისი დამხმარე) მიემაგრება კიდევ ერთი დამხმარე, რომელიც შეასრულებს სამუშაოს, რომელიც უკავშირდება მხოლოდ ბოქსის დალაგებასა და ჭურჭლის რეცხვას. მოცემულ დამხმარეს არ აქვს უფლება, დახმარება გაუწიოს კერძების მომზადებაში!

შესარჩევ ტურში გამარჯვების შემთხვევაში, დამხმარე გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსზეოქროს ბოკუზიევროპა 2020“, ხოლო ევროპის შესარჩევ ტურში კარგი შედეგის შემთხვევაში, მთავარ კონკურსზე ლიონში, 2021 წლის იანვრის ბოლოს.


ბილეთების
შეძენა